GEO

ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იმყოფებოდა ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, რომელიც განხორციელდა გლობალური საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით. აღნიშნულ ვიზიტში საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და მოსამართლეები. სასწავლო ვიზიტის პირველი ნაწილი გაიმართა დუბლინში, ირლანდიაში. მონაწილეები ესტუმრნენ ირლანდიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციას Glencree-ს,რომელიც მუშაობს ინდივიდებთან და ჯგუფებთან კონფლიქტის გარდაქმნაზე, შერიგების პრაქტიკის დანერგვაზე, ჯანსაღი თემთაშორისი ურთიერთობების შექმნასა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაზე. სასწავლო ვიზიტის მეორე ნაწილი, გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში, დელეგატები ესტუმრნენ დავის ეფექტური გადაწყვეტის ცენტრს CEDR-ს. შეხვედრას უძღვებოდა კომერციული დავების ხელმძღვანელი რიჩარდ ნუნი. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა : მედიაცია, როგორც სერვისის მიწოდების პროცესი, მედიაციის პროპორციული ღირებულება ქეისებთან მიმართებით, ადვოკატის როლი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის პროცესში, აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიაციის ფართოდ დანერგვის საჭიროებას ქვეყანაში, რაც განაპირობებს მართლმსაჯულების კიდევ უფრო ეფექტიან ხელმისაწვდომობას. დელეგატებმა ინფორმაცია მიიღეს შრომითი დავების მოგვარებისა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების შესახებ დასაქმებულთა უფლებების, დისკრიმინაციისა და უთანასწორობის კონტექსტში. ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომლითაც ხელი ეწყობა მედიაციის დარგის განვითარებას საქართველოში
Back

_Video Gallery

Other news

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2022 წლის აპრილი - ივნისის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

ეთიკის კომისიის წევრების მორიგი სხდომა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრების მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც წევრებმა შეაჯერეს კომისიის გასული პერიოდის აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები.

ტრენინგი - "დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკება მედიაციის პროცესში"

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი- "დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკება მედიაციის პროცესში"/ “Distributive and Integrative Negotiation in Mediation Practice, რომელსაც წარუძღვა ვილდაუს უნივერსიტეტის პროფესორი, მედიატორი, ექსპერტი გრეგ ბონდი.