GEO

„ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიაციის პრაქტიკა და მისი გამოწვევები“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიაციის პრაქტიკა და მისი გამოწვევები“.

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა და ამავე ასოციაციის აღასრულებელი საბჭოს წევრმა, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა - ანა ხურციძემ.

ტრენინგს უძღვებოდნენ და მედიატორებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიაციის პრაქტიკა გაუზიარეს: სამართლის დოქტორმა, საერთაშორისო კოლეგიათაშორისი მედიატორთა საბჭოს თავმჯდომარემ კენეტ ფრანკიმ, საკონსულტაციო ფსიქოლოგიის დოქტორანტმა და მედიატორთა საერთაშორისო ტრენერმა, მერი ლუ ფრანკიმ.

ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქციულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში. მისი დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ საკუთარი აზრები და კითხვები, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მათი ცოდნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიაციის პრაქტიკასა და გამოწვევებზე.

მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს საქართველოში მედიაციის პრაქტიკის განვითარებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
Back

_Video Gallery

Other news

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“