GEO

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის მედიაციაში !

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ აცხადებს ესეების კონკურსს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის თემაზე :
„მედიაციის შედარებითი უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებთან“.
 
კონკურსის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მედიაციის სფეროში.
 
საკონკურსო პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს საავტორო უფლებების, კვლევის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დაცვით.
 
პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული ნამუშევრების შემდეგი ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით შეფასება:
• ესე უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე;
• ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს 1500–2000 სიტყვას;
• ესე უნდა მომზადდეს PDF ფორმატში;
• ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen შრიფტით, ფონტის ზომა უნდა შეადგენდეს 11–ს;
• ნამუშევრები უნდა მოგვეწოდოს ელ-ფოსტის საშუალებით, წერილის საგანში უნდა მიეთითოს „ესეების კონკურსი“;
 
ნამუშევრებს, რომელბიც გაივლიან ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპს, კონკურსის სპეციალური ჟიური შეაფასებს.
 
კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ესეს ავტორები დაჯილდოვდებიან:
(გამარჯვებულებს გადაეცემათ წიგნები, მიეცემათ საშუალება გაიარონ ორ თვიანი უფასო სტაჟირება სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში; მიიღონ მონაწილეობა მათთვის უფასო ტრეინინგში მედიაციაში; შეხვდებიან მედიატორებს და მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრა და დისკუსიაში).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: ganacxadi@mediators.ge
 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ოქტომბრამდე!
გისურვებთ წარმატებებს!
Back
Other news

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - ირაკლი ლექვინაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში!

სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო

Irakli Kandashvili, Chairman of the LEPL “Mediators Association of Georgia”, hosted Lena Morton Owens, Legal Advisor of the Department of Justice of the US Embassy in Georgia

Irakli Kandashvili, Chairman of the LEPL “Mediators Association of Georgia”, hosted Lena Morton Owens, Legal Advisor of the Department of Justice of the US Embassy in Georgia