GEO

გამოცდილების გაზიარება “მედიატორებს და არბიტრებს შორის"

მედიაციის კვირეულის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება „ გამოცდილების გაზიარება “მედიატორებს და არბიტრებს შორის, რომელიც მხარდაჭერილი იყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” ფარგლებში.

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩხეიძემ და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ რუსუდან ჭკუასელმა.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, ხაზი გაუსვა დავის გადაწყვეტის ალტერნატული საშუალებების (ADR)-ის რეგიონულ განვითარების მნიშვნელობას და მეზობელი ქვეყნების მოსამართლეების, მედიატორების, ადვოკატების და არბიტრების ჩართულობას.

მედიატორები და არბიტრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაში. საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნეს საერთო მიზანი, როგორიცაა საკანონმდებლო სისტემის გაუმჯობესება, საზოგადოებისა და იურისტების ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აგრძელებს მედიაციის ინსტიტუციის გაძლიერების და განვითარების მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ