GEO

პირველი ყოველწლიური საზაფხულო სკოლა მედიაციაში ქართველი ადვოკატებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის(CLDP) ორგანიზებით გაიმართა პირველი ყოველწლიური საზაფხულო სკოლა მედიაციაში ქართველი ადვოკატებისთვის, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალგაწევრიანებულმა ადვოკატებმა, ვისაც ამ ეტაპამდე არ ჰქონია სამედიაციო პროცესის გამოცდილება.

საზაფხულო სკოლის მიზანია ადვოკატთა ასოციაციაში ახალგაწევრიანებული ადვოკატებისათვის მედიაციასთან დაკავშირებული, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება.

აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

საზაფხულო სკოლა გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე მონაწილეებს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის გენერალური მრჩევლის ოფისში, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) საერთაშორისო მრჩეველმა - ერიკ ვენცმა.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა: მედიაცია, როგორც დავის ალტერნატიული ფორმა და მისი ადგილი იურიდიულ პრაქტიკაში / მოქმედი რეგულაციები , აგრეთვე განხილულ იქნა მედიაციის საფუძვლები, ეტაპები, აღსრულების საკითხები, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადვოკატის როლზე მედიაციის პროცესში აგრეთვე მიმდინარეობდა ჯგუფური სამუშაოები.

პირველო საზაფხულო სკოლის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, საზაფხულო სკოლა მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს.
_back

_Video Gallery

_Other news

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”