GEO

პრაღაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა წარადგინა მედიაციის ქართულ მოდელზე მოხსენება

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ბატონმა ირაკლი ყანდაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ მე-17 საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში EconWorld.

ფორუმზე ბატონმა ირაკლიმ ყანდაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „მედიაციის როლი შრომითი და ეკონომიკური დავების ეფექტურ რეგულირებაში“, სადაც მან დეტალურად ისაუბრა საქართველოში მედიაციის განვითარებაზე, არსებულ პრაქტიკაზე და იმ მნიშვნელობაზე, რაც მედიაციას აქვს თანამედროვე ეკონომიკურ და შრომით გარემოში.

მოხსენებამ მნიშვნელოვანი გამოხმაურება და მაღალი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო აუდიტორიაში,რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მედიაციის ქართული მოდელის პრაქტიკულ ღირებულებას.
Back

_Video Gallery

Other news

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.