GEO

რეგიონალური კონფერენცია - ,,ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში“.

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ კონფერენციაზე - ,,ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში“, რომელიც გაიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ორგანიზებით.   სოფიო დუღაშვილმა მონაწილეებს გაუზიარა პრეზენტაცია თემაზე: „მედიაცია - არბიტრაჟის ალტერნატივა“ და ისაუბრა მედიაციის ქართულ მოდელზე და მის უპირატესობებზე, დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებთან მიმართემაში. 

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს შორის გაიმართა პანელური დისკუსია დავის გადაწყვეტის მექანიზმების წარმატებული პროცესის სტრატეგიებზე, სადაც სოფიო დუღაშვილმა გაამახვილა ყურადღება მედიატორთა პროფესიული ეთიკური ვალდებულებების მნიშვნელობასა და გამოწვევებზე.   „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მუდამ მზად არის საქართველოში მედიაციის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კონფერენციაში.
Back

_Video Gallery

Other news

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2022 წლის აპრილი - ივნისის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

ეთიკის კომისიის წევრების მორიგი სხდომა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრების მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც წევრებმა შეაჯერეს კომისიის გასული პერიოდის აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები.

ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იმყოფებოდა ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, რომელიც განხორციელდა გლობალური საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით.