GEO

საერთაშორისო კონფერენციაზე: „მედიაცია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმები და ინსტრუმენტები: ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, მოხსენებით წარსდგა საერთაშორისო კონფერენციაზე: „მედიაცია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმები და ინსტრუმენტები: ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი“

სლუპსკის პომერანული უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპიკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთისა და პოლონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

2024 წელს პომერანული უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მზარდაჭერით დაფუძნდა სლუპსკის პომერანული უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრი, რომელიც ინსტიტუციური პარტნიორების მხარდაჭერით ხელს უწყობს მედიაციის ინსტიტუციონალიზაციას სამეცნიერო კვლევების ინტერნაციობალიზაციისა და იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებით.
Back

_Photo Gallery

_Video Gallery

Other news

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.