GEO

სამუშაო შეხვედრა “მედიაციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ დონორი ორგანიზაციის USAID - ის მხარდაჭერით „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტის ფარგლებში გამართა სამუშაო შეხვედრა “მედიაციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა და მედიატორთა საქმიანობასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს და ეხება შემდეგ საკანონმდებლო აქტებს: „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ჰერბ ბოუმენმა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები კანონპროექტის პაკეტის დახვეწასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ 24 იანვარს მიმართა საქართველოს პარლამენტს მედიატორთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის წინადადებით
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან - „ არსებული პრაქტიკა და გამოწვევები სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს“

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით, თელავში, „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტში“ მოსამართლეებთან გამართა სამუშაო შეხვედრა: „ არსებული პრაქტიკა და გამოწვევები სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს“.