GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აგრძელებს პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრებს

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

დისკუსიას მოდერაცია გაუწია ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ იმნაიშვილმა, ხოლო ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება მედიატორმა ლია (ხათუნა) სანიკიძემ გაუზიარა.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც გამოცდილმა მედიატორებმა ახალ წევრებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად მართავს მსგავს შეხვედრებს, რადგან პროფესიული გამოცდილების გაზიარება და მედიატორთა შორის თანამშრომლობა აუცილებელია მედიაციის ინსტიტუტის დახვეწისა და ქვეყანაში ამ მექანიზმის ეფექტიანობის ზრდისთვის.

აღნიშნული შეხვედრა „MediateHER Georgia”-ს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და Meridian International Center-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
Back

_Video Gallery

Other news

დაიწყო მნიშვნელივანი კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო მნიშვნელივანი კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე.

2024

2024

„ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიაციის პრაქტიკა და მისი გამოწვევები“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიაციის პრაქტიკა და მისი გამოწვევები“.