GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია-ის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის პრაქტიკული სახელმძღვანელოს - "მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება" -ის პრეზენტაცია.

28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაცია-ის თავმჯდომარის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორის ირაკლი ყანდაშვილის პრაქტიკული სახელმძღვანელოს - "მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება" -ის პრეზენტაცია.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სახელმძღვანელოს ავტორმა ირაკლი ყანდაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს ვინც სახელმძღვანელოს შექმნაში შეიტანა წვლილი.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსამართლეები, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია-ის წარმომადგენლები და მედიატორები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე წიგნით დაინტერესებული სხვა პირები.

ღონისძიების დასასრულს წიგნის ავტორმა ირაკლი ყანდაშვილმა, მოწვეულ სტუმრებს პირადი ავტოგრაფით საჩუქრად გადასცა სახელმძღვანელოები.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ზუგდიდში გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.