GEO

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მოხარულია, რომ პროფესიისადმი იზრდება სანდოობა და საზოგადოების ინტერესი მიიღონ ესოდენ პრესტიჟული და საპასუხისმგებლო მედიატორის სტატუსი

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მოხარულია, რომ პროფესიისადმი იზრდება სანდოობა და საზოგადოების ინტერესი მიიღონ ესოდენ პრესტიჟული და საპასუხისმგებლო მედიატორის სტატუსი. ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1 ივნისს, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ დაიწყო  მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის წესის თანახმად დაინტერესებულ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების პროცესი, რომელიც წარმატებით დასრულდა მიმდინარე წლის ივლისის თვეში.
აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, ირაკლი ყანდაშვილმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა პრაქტიკულ უნარ-ჩვევების შემოწმებისპროცესში მონაწილე შემფასებლები. სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ულოცავს მედიატორობის მსურველ პირებს სერტიფიცირების მეორე ეტაპის წარმატებით გავლას.
Back