GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ მხარდაჭერით გამართა ტრენინგები საპროექტო განაცხადის მომზადებაში, რესურსების მობილიზებისა , ანგარიშგების საფუძვლებსა და ჯგუფური შეკავშირებაში

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ მხარდაჭერით გამართა ტრენინგები საპროექტო განაცხადის მომზადებაში, რესურსების მობილიზებისა , ანგარიშგების საფუძვლებსა და ჯგუფურ შეკავშირებაში.

შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერმა - ივანე ჩიტაშვილმა

ტრენინგზე განხილულ იქნა: რესურსების მობილიზების/ფონდების მოძიების პრინციპები, პროექტის ციკლის ფაზები და დაგეგმვა, საპროექტო განაცხადის სტრუქტურა, პრობლემის აღწერა, მიზნის ფორმულირება აგრეთვე პროექტის საქმიანობების განსაზღვრა, ფინანსური დაგეგმვა , ინდიკატორები , მონიტორინგისა და ანგარიშგების ძირითადი პრინციპები ასევე ძალიან საინტერესოდ წარიმართა ჯგუფური შეკავშირების ტრენინგი, სადაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ადმინისტრაციამ და საბჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგები განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ