GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკითრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით დაგეგმილ ვებინარში, რომელიც დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებს შეეხებოდა.

ღონისძიება გაიმართა WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს" შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.
ვებინარზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოში მედიაციის პროცესის პრინციპებსა და მორიგების ხელშეკრულებების აღსრულების შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა.
ღონისძიებაზე გაზიარებული იყო WIPO-ს მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის საქმიანობის პრაქტიკა, ასევე, განიხილეს WIPO-ს მედიაციის წესები და პრინციპები, რომლებიც მედიაციის პროცესში ეფექტიანობის მისაღწევად გამოიყენება.
WIPO-ს ექსპერტების მიერ გაზიარებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში მედიაციის დანერგვის პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მედიაციის საშუალებით ინტელექტუალური საკუთრების დავების 70% მორიგებით სრულდება. ამ მექანიზმის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის მომსახურებას რეგულარულად იყენებენ საერთაშორისო კორპორაციები, მცირე და საშუალო საწარმოები, სტარტაპები, ასევე, კვლევისა და განვითარების ცენტრები, უნივერსიტეტები, ხელოვანები, გამომგონებლები და მწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს

ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ქ. ბათუმში გამართა შეხვედრა

ღონისძიება/აქტივობა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში