GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით,ასოციაციის წევრებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და პეროსნალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი მიესალმნენ.
პეროსნალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ლიკა კობალაძემ ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მონაცემთა დამუშავების განახლებულ საფუძვლებს, მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, პროფაილინგს, პორტირებას, აუდიო და ვიდეომონიტორინგს მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ჯარიმების ცვლილებას და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულებას.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებებთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ

ტრენინგი მედიატორებისთვის “Procedural Law for mediation”

ამ წუთებში მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგი მედიატორებისთვის - “Procedural Law for mediation” , რომელიც მხარდაჭერილია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.