GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პირველი შეხვედრა რუსთავში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავნმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, სოფიო ტყემალაძე უძღვებოდნენ.
მათ სიტყვით მიმართეს ადგილობრივ მოსახლეობას, ისაუბრეს მედიაციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტუიური კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გეგმავს მთელი საქართველოს მაშტაბით მსგავსი შეხვედრების გამართვას.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

გრძელდება საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე

შეხვედრა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა გახსნეს.

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.