GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტები, დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი , თამარ იმნაიშვილი და ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას ირაკლი ყანდაშვილმა და პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა სიტყვით მიმართეს, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ მომავალი თაობის ინფორმირება ამ მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტის პოპულარიზაციასა და განვითარებას. ირაკლი ყანდაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი მადლობა გადაუხადა მედიაციით დაინტერესებისთვის და თანამშრომლობისთვის.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით მოხდება შესაბამისი სასწავლო კურსის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა, ასევე ასოციაცია უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლებაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციას, საქართველოს მაშტაბით არსებულ ბევრ უნივერსიტეტთან აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული, რომლებთანაც აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

ტრენინგი -„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით-„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება“, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში გაიმართა