GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა-სასწავლო დაწესებულებებში მედიაციის, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი.

„დღეს მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, შევხვდით მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს და განვიხილეთ ახალი ინსტიტუციის - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის სწავლების დანერგვის საკითხი სკოლებში სამოქალაქო განათლების ფარგლებში, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი უფლება და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იცოდნენ ამ ინსტიტუციის მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც კონფლიქტის მხარეებს საშუალებას აძლევს ურთიერთშეთანხმებით დაასრულონ დავა და შეთანხმება იყოს მათ ინტერესზე მორგებული. პროფესიონალი მედიატორები სწორედ ამაში ეხმარებიან დავის მხარეებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუციას ადრეული ასაკიდანვე ეცნობოდნენ ჩვენი მოქალაქეები.„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის, როგორც დისციპლინის სწავლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რათა ჩვენ მივიღოთ მოქალაქე, რომელმაც ჯერ კიდევ სასწავლო მერხიდან იცის დავის გადაწყვეტის აღნიშნული მექანიზმის თაობაზე. ამით ჩვენ მოვახდენთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ მოქალაქეებს ეცოდინებათ დავის წარმოშობამდე თუ როგორ უნდა მართონ მათი კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულების სწავლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“.

შეხვედრის დასასრულ  დაისახა გეგმები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნული დისციპლინის ინტეგრირება სასწავლო კომპონენტად.

Back

_Video Gallery

Other news

რეგიონალური კონფერენცია - ,,ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში“.

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ კონფერენციაზე - ,,ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში

საჯარო ლექცია თემაზე: „მედიაცია - დავის ეფექტურად რეგულირების ახალი შესაძლებლობა“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო ლექცია გამართა უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, თემაზე: „მედიაცია - დავის ეფექტურად რეგულირების ახალი შესაძლებლობა“.

საერთაშორისო კონფერენცია - „მედიაციის გამოყენების პროცესში არსებული ტენდენციები, რისკები და შესაძლებლობები“.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ იმნაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „მედიაციის გამოყენების პროცესში არსებული ტენდენციები, რისკები და შესაძლებლობები“