საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით გამართული სერტიფიცირებული კურსის „საზაფხულო სკოლა: წარმომადგენლობა მედიაციაში 2026“ ფარგლებში ჩატარებულ პანელურ დისკუსიაში Global Trends in ADR (with a focus on Georgia's position).
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ბექა ინჯია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი და ლაშა კალანდაძე CEDR-ის მიერ აკრედიტებული მედიატორი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.
პანელის ფარგლებში განხილული იყო დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) თანამედროვე გლობალური ტენდენციები, საქართველოს გამოცდილება და განვითარების პერსპექტივები, ასევე მედიაციისა და არბიტრაჟის როლი ეფექტიანი და თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მიესალმება მსგავს პროფესიულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს და მზად არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას.