GEO

შეხვედრა უკრაინულ სახლში

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ "სცადე მედიაციის" ფარგლებში უკრაინულ სახლში გამართა შეხვედრა .

უკრაინელ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა - ლევან ასათიანმა და უკრაინული სახლის ხელმძღვანელმა - ვალენტინა მარჯანიშვილმა.

ასოციაციის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მედიაციის არსი, მისი უპირატესობები, ეფექტურობა დავათა სხვადასხვა კატეგორიებში, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საოჯახო და ბიზნეს კატეგორიის სამედიაციო დავებზე.

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეების მხრიდან დაისვა არა ერთი საინტერესო კითხვა.

შეხვედრის დასასრულს ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა უკრაინელ საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადა და უსურვა მათ მალე მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში.
Back

_Video Gallery

Other news

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.