GEO

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ნინა ბეტეტო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ადეიშვილმა და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა უშანგი ბახტაძემ.

ტრენინგის მიზანი იყო ეთიკის კომისიის წევრებისთვის მედიაციის ეთიკური საფუძვლებისა და ევროპული სტანდარტების სიღრმისეული გააზრება, პროფესიული ეთიკის კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან შედარება, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება ეთიკური დილემებისა და დისციპლინური საკითხების მართვის მიმართულებით.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მცირე ჯგუფებში გადანაწილდნენ და პრაქტიკულ დისციპლინურ სცენარებზე იმუშავეს, რაც მათ რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევდა.

ღონისძიება ემსახურებოდა ეთიკის კომისიის შესაძლებლობების გაძლიერებას სამართლიანი, პროპორციული და გამჭვირვალე დისციპლინური პროცედურების ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით.
Back

_Video Gallery

Other news

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.