GEO

Mediator

ლევან ქოქოშვილი

მედიატორი
სიითი N0268
Court Member
ლევან ქოქოშვილი - მედიატორი 2024 წლიდან 

პროფესიით იურისტი. ფლობს საარლანდის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს; ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს. ამჟამად არის თბილისის ტექნიკური უნივერისტეტის დოქტორანტი.

ლევანი არის საქართველოს ადვოკატთა ასოაციაციის წევრი სამოქალაქო/ ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ასევე სპეციალიზირებული ადვოკატი ბავშვის უფლებების სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

2023 წლიდან მას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (60-სთ), მხარდაჭერილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტილების ეროვნული ცენტრის მიერ. ლევანი გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი სამართლის დარგში.

რაც შეეხება უცხოურ პროფესიულ გამოცდილებას: სამართლებრივი პრაქტიკა გავლილი აქვს PwC Germany Tax&legal- ში, სადაც პარტნიორ კომპანიებს საგადასახადო კონსულტაციას უწევდა ეროვნულ და საერთაშორისო დონზე. ასევე ატარებდა სამართლებრივ კვლევებს და იყო მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. მის მოვალეობაში შედიოდა კონსულტაციების და ანალიზის მომზადება კომპანიის პარტნიორთან და კლიენტებთან რთული კორპორატიული ტრანზაქციების შესრულებისას. ასევე მას გავლილი აქვს პრაქტიკა  საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ), გერმანიის ადვოკატთა ასოციაციაცია (BRAK), გერმანიის ადვოკატთა გაერთიანება ( DAV) - ში. 

2010 წლიდან 2011 წლამდე იყო იურიდიული კომპანიის „ASABIA” იურისტი,   2017 წლიდან 2020 წლამდე  შპს „BERIKA INTERNATIONAL”, 2019 წლიდან 2022 წლამდე შპს „ ვეგა„ (სესხის გამცემი სუბიექტი) მთავარი სამართლებრივი მრჩეველი, 2019 წლიდან 2024 წლამდე შპს „ჯიტეკი“-ს იურისტი და 2015 წლიდან დღემდე შპს „ ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“-ს  (ბიუ-ბიუ) მთავარი იურისტი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული
Back