ENG

სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან - „ არსებული პრაქტიკა და გამოწვევები სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს“

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით, თელავში, „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტში“ მოსამართლეებთან გამართა სამუშაო შეხვედრა: „ არსებული პრაქტიკა და გამოწვევები სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს“.

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის რექტორმა - შალვა ჭკადუამ

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო, გიორგი მთიულიშვილმა - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; მარინე ცერცვაძემ - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ და ალექსანდრე ლომიძემ - საგარეჯოს და დედოფლის წყაროს მაგისტრმა მოსამართლემ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხებოდა სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებს

შეხვედრა დასრულდა შემაჯამებელი დისკუსიით და დაიგეგმა მედიაციის კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ისეთი ქმედითი ნაბიჯების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.