ENG

2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის 2020-2025 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის მე-11 მუხლის თანახმად  2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა სავალდებული განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემა.

აღნიშნული პროგრამა ადგენს, მედიატორებისთვის საგანმანათლებლო და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მედიატორთა პროფესიული უნარ-ჩვევების და ცოდნის გაღრმავებას,  მედიატორთა პროფესიული განვითარებისთვის.

პროფესიული განვითარება განგრძობადი პროცესია, რომლის ფარგლებშიც მედიატორები ფოკუსირებას ახდენენ პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე, საკუთარი ძლიერი მხარეების თვითშემეცნებაზე და იმ სფეროების იდენტიფიცირებაზე, რა მიმართულებითაც მათ დამატებითი ესაჭიროებათ გაუმჯობესება“.

ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში მედიაციის დანერგვის და ნდობის მოპოვების კუთხით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარება. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად მზად არის შესაძლებლობის ფარგლებში იზრუნოს და ხელი შეუწყოს ასოციაციის წევრ მედიატორებს პროფესიულ განვითარებაში".

უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.