ENG

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ავსტრიის საელჩოს წარმომადგენელთან

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ იმნაიშვილმა უმასპინძლეს ავსტრიის საელჩოს წარმომადგენელს - ნიკა მაღრაძეს. შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოში მედიაციის როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის გამოყენების, ასევე ამ მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგები, რაც მიზნად ისახავს მედიაციის პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოში. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამომავლო ნაბიჯები.
_back

_Video Gallery

_Other news

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

ტრენინგი ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”