ENG

ირაკლი ყანდაშვილი თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან სინგაპურის კონვენციის რატიფიცირების ოფიციალურ ღონისძიებას ესწრება

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიწვევით სამუშაო ვიზიტით იმყოფება ქალაქ ანკარაში, სადაც, თურქეთის რესპუბლიკა გაეროს კონვენციის, იგივე სინგაპურის კონვენციის ოფიციალურ რატიფიცირებას ახდენს, რომელიც ეხება საერთაშორისო სამედიაციო მორიგებების აღსრულებას. თურქეთის მხრიდან სინგაპურის კონვენციასთან მიერთება და რატიფიცირება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონში მედიაციის განვითარების  მიმართულებით , რამაც კიდევ უფრო მძლავრი ბიძგი უნდა მისცეს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ჩვენს რეგიონში. თურქეთი საქართველოს სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს და დღევანდელი დღე საერთაშორისო  მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსთვისაც, კერძოდ თურქეთის მხრიდან სინგაპურის კონვენციის რატიფიცირება და ამოქმედება, წარმოადგენს წინა პირობას მეტი ბიზნეს ინტერესის მოზიდვისა რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის  მათ შორის საქართველოსთვის. საქართველო 2019 წლიდან  მიერთებულია სინგაპურის კონვენციას რომლის ოფიციალური რატიფიცირება  საქართველოს პარლამენტმა  მოახდინა   2021 წელს, ხოლო აღნიშნული კონვენცია  ოფიციალურად ამოქმედდება საქართველოსთვის 2022 წლის 29 ივნისს.
უკან
სხვა სიახლეები

ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია", ახალციხეში

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალციხეში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია"

გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში, გამართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან.

სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან.