ENG

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემის კონცეფციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ 2020-2025 წწ სტრატეგიული განვითარების გეგმის თანახმად 2022 წლიდან დაინერგება მოქმედი მედიატორების განგრძობადი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემა.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში (PROLoG) მხარს უჭერს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემის დანერგვას საქართველოში.

დღეს გაიმართა მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემის კონცეფციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა.

სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია როგორც მედიატორთა პროფესიის, ასევე მოსამართლის და ადვოკატის პროფესიების, საერთაშორისო ექსპერტის და ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ წარმატებების უსურვებს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების სამუშაო ჯგუფს და აღნიშნულ კიდევ ერთ ინიციატივას მიიჩნევს მედიატორის პროფესიის ქვეყანაში დანერგვის და ნდობის მოპოვების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობად.
_back
_Other news

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

ტრენინგი ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”