ENG

ონლაინ ვორქშოპი თემაზე: „მედიატორთა საბაზისო და განგრძობადი განათლება“

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ , საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) და გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის ერთობლივი ორგანიზებით ქართველი მედიატორებისათვის მიმდინარეობს სასწავლო ონლაინ ვორქშოპი თემაზე: „მედიატორთა საბაზისო და განგრძობადი განათლება".

ვორქშოპი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა და გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთოებების დეპარტამენტის დირექტორმა, დოქტორმა ვერონიკა ჰორერმა.

ვორქშოპს უძღვება გერმანელი მედიატორი.
უკან
სხვა სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მედიაცია გლობალურ აკადემიურ კონტექსტში — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს უმასპინძლა

2024 წლის 24 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო პრაქტიკული სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც მიძღვნილი იყო მედიაციის თემატიკას. ღონისძიება ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით და გაიმართა საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან ახორციელებს მედიაციის პოპულარიზაციას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებასა და მომავალი თაობების მხარდაჭერას.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გრუნის პროფესორის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის - ირაკლი ყანდაშვილის, სახელობის 2025 წლის სტიპენდიანტების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია.