ENG

პოლონეთში, სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც 2024 წლის 18 ოქტომბერს პომერანიის სლუპსკის უნივერსიტეტში (პოლონეთი) გამართულ საზეიმო ცერემონიას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. ირაკლი ბურდულს სამართლის მეცნიერებასა და სლუპსკის უნივერსიტეტის აკადემიურ წინსვლაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. პროფ. ირაკლი ბურდული პირველი ქართველი იურისტი მეცნიერია, რომელსაც სლუპსკის უნივერსიტეტისა და პოლონეთის ისტორიაში პირველად მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ულოცავს პროფ. ირაკლი ბურდულს საპატიო ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

ამავე დღეს, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის (მისი თავმჯდომარის - ირაკლი ყანდაშვილის სახელით), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (პროფ. ირაკლი ბურდულისა და ასოც. პროფ. ნათია ჩიტაშვილის სახელით) და სლუპსკის უნივერსიტეტის (პროფ. ზბიგნევ ოსადოვსკის სახელით) ერთობლივი ინიციატივით სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრი.

ევროპულ უნივერსიტეტში კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის დაფუძნების ცერემონიალს ესწრებოდნენ პოლონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პოლონეთის სასამართლო ხელისუფლების და მედიატორთა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებთანაც თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით დაიგეგმა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური თანამშრომლობა.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის უნარ-ჩვევების ტრენინგი

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გაცნობებთ, რომ მოქმედ მედიატორ და მედიატორობის მსურველ მდედრობითი სქესის წარმომდგენლებთათვის ქალთა გაძლიერების მიზნების შესაბამისად, პროექტი „MediateHER Georgia ფარგლებში დაგეგმილია „

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტის” ფარგლებში მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან.