ENG

"ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი"

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაწყებული მოძრაობის, „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ სულისკვეთებას გამოხატავს. პროექტი „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ არის ინიცირებული. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 60-მდე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით, რომლის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხზე მათ შორის მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექნიზმის. მოძრაობა „ვაქციოთ კანონი მოქმედი ყველასთვის“ ევროპის საბჭოს CoE და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID PRoLog-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა