ENG

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” გაცნობებთ, რომ ძალაში შევიდა სინგაპურის კონვენცია მედიაციის შესახებ.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” სიხარულით გაცნობებთ, რომ ძალაში შევიდა სინგაპურის კონვენცია მედიაციის შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) კონვენცია მედიაციის შედეგად მიღებული საერთაშორისო შეთანხმებების აღსრულების შესახებ.
აღნიშნული მნიშვნელოვან განვითარებას წარმოადგენს საერთაშორისო კომერციული დავების მედიაციის გზით გადაწყვეტის საქმეში.
კონვენციის ძალაში შესვლით მსოფლიო მასშტაბით ბიზნესებს უფრო მეტი გარანტია ექნებათ საერთაშორისო დავების მედიაციის გზით გადაწყვეტას ეცადონ, რადგან კონვენცია უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ საშუალებებს მედიაციის შედეგების აღსასრულებლად.
“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” ულოცავს ყველა დაინტერესებილ პირს და აღნიშნავს კონვენციასთან საქართველოს მიერთების მნიშვნელოვან ეტაპზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირად ღვაწლს.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“