ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება/აქტივობა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
 
მონაწილეებს მიესალმა და შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი

ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს ხშირად გამართავს, რადგან ადვოკატების ინფორმირებულობა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

 
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია", ახალციხეში

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალციხეში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია"

გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში, გამართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან.

სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან.