ENG

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური საქმის წარმოების წესის პროექტის შემუშავება გრძელდება

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური საქმის წარმოების წესის პროექტის შემუშავებაზე.
 
ასოციაციის წევრები გაეცნენ ეთიკის კოდექსის შემუშავებულ პროექტს და იმსჯელეს პროექტის შემდგომი დახვეწის საჭიროებებზე.

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” იმედოვნებს, რომ საქართველოში მედიაციის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი დასრულდება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი აქტების მიღებით, რაც გახდება პროფესიისადმი საზოგადოების მაღალი ნდობის გამოვლენის წინაპირობა.


უკან
სხვა სიახლეები

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ და სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრმა მოსამართლემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - ლიკა ბოკერიამ, საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრი გახსნეს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი ვილნიუსის მიკოლა რომერის უნივერსიტეტის მიწვევით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც სპიკერის სტატუსით მოხსენებით წარსდგა სავალდებულო სასამართლო მედიაციის პანელში.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, კანონის უზენაესობის პირველი რეგიონული ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ იმნაიშვილმა მონაწილეობა მიიღო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, კანონის უზენაესობის პირველ რეგიონულ ფორუმში.