ENG

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა რომ, საზოგადოებაში მედიაციის, შეთანხმების კულტურის დანერგვა მნიშვნელოვანია! იგი განმუხტავს სასამართლო სისტემას და მის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს და სანდოს გახდის. ეს კანონის უზენაესობის დამკვიდრების და რეალიზების წინაპირობაა, რაც დაგვაახლოებს ქვეყნის მთავარ პრიორიტეტთან - ევროპული განვითარების გზასთან.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა