ENG

მედიატორი

ანა გურიელი

მედიატორი
სიითი N0168
სასამართლო მედიატორი
ანა გურიელი - მედიატორი 2023 წლიდან 

ამჟამად   კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ  პროფესორი, სამართლის დოქტორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი. 

2019 წლის დეკემბერში დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: „მოსამართლის უფლებამოსილება სასამართლო მედიაციის წარმართვის პროცესში“.  წარმოადგენს  საერთაშორისო  სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული  25-მდე სამეცნიერო ნაშრომის (სამეცნიერო სტატიების)  ავტორს. აგრეთვე-პოლიტიკის დოკუმენტებისა და ანალიტიკური ანგარიშების თანაავტორს. გააჩნია უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობის გამოცდილება.

პროფესიით იურისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული.  ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი. შპს  „ინგრანდ“-ის დირექტორი, მთავარი  იურისტი სხვადასხვა ორგანიზაციებში.

2014 წლიდან აქტიურად ესწრება მედიაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. 2020 წელს   გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი.
 
ანას  სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: საოჯახო, სამემკვიდრეო  კომერციული და  ბიზნეს   დავები.
 
 
 სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
 
უკან