ENG

მედიატორი

ანანო კუჭავა

მედიატორი
სიითი N0095
სასამართლო მედიატორი
ანანო კუჭავა - მედიატორი 2022 წლიდან.

პროფესიით იურისტი, ამჟამად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; სს „ინსტიტუტი იგჰ“-ს იურისტი.  
ანანომ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტი. არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი. 2019 წელს ჩაბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და 2020 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.  ასევე არის ჰარვარდის სამართლის სკოლისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საავტორო სამართლის კურსის კურსდამთავრებული. ანანომ გაიარა სასერთიფიკატო ტრენინგი მედიაციაში ორგანიზებული: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ. ამასთან, გაიარა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერთიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურინი პროგრამა.

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში მუშაობასა და სტაჟირებას. მათ შორის: 2015-2016 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟიორი,   2017 წლიდან არის ხორვატული კომპანიის ფილიალის სს „ინსტიტუტი იგჰ“-ს იურისტი. 2020-2021 წლებში იყო შპს „კაპიტალ გრუპ“-ის იურისტი. პარალელურად ახორციელებს კორპორატიული იურისტის საქმიანობას რამდენიმე სხვადასხვა კერძო კომპანიაში.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან