ENG

მედიატორი

ანანო ნიაური

მედიატორი
სიითი N0318
სასამართლო მედიატორი
ანანო ნიაური - მედიატორი 2025 წლიდან.

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეთიკის კომიტეტის თანავმჯდომარე, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ეთიკის ოფიცერი. ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის იურიდიული მრჩეველი. მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის იურიდიული მრჩეველი

პროფესიით იურისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი (წარჩინებით). ჩაბარებული აქვს ადვოკატთა სასერტიფიკატო გამოცდა როგორც სამოქალაქო (2016წ.) ასევე სისხლის (2017წ.) სამართლის სპეციალიზაციის განხრით.

გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული (NCADR) მედიატორთა სასერტიფიკაციო აკრედიტებული ტრენინგი. სხვადასხვა წლებში მაღალი აკადემიური მოსწრების გამო იყო სახელმწიფო სტიპენდიანტი ასევე თბილისის მერიის სტიპენდიანტი. არის საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ღონისძიებების თანაორგანიზატორი და მონაწილე როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მასშტაბით.

არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი სამართლის მიმართულებით.

სამუშაო ენები : ქართული, ფრანგული , ინგლისური, რუსული.
უკან