ENG

მედიატორი

ანი ნანობაშვილი

მედიატორი
სიითი N0236
 ანი ნანობაშვილი - მედიატორი 2023 წლიდან

პრაქტიკის ძირითადი სფეროები:
შრომის სამართალი და საიმიგრაციო სამართალი, კორპორატიული (სამეწარმეო) სამართალი და M&A, სასამართლო დავები

ანი ნანობაშვილმა 2016 წელს, „ემ ქეი დი“-ს იურიდიულ კლინიკაში, სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ფირმაში მუშაობა პარალეგალის, შემდეგ კი უმცროსი იურისტის პოზიციაზე განაგრძო. დღეს კი იგი იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის" იურისტია.

ანიმ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც  მოიპოვა ბაკალავრის დიპლომი და მაგისტრის ხარისხი კერძო სამართალში. 2019 წლის იანვარში, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკოს იურისტებთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა (MOFA) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (JICE) მიერ ორგანიზებულ MIRAI-ს საერთაშორისო პროექტში "კანონის უზენაესობა", რომელიც ჩატარდა ტოკიოში.

მისი წინა გამოცდილება მოიცავს, მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

2017 წლიდან ანი ნანობაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. მას ასევე აქვს სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებების მიმართულებით.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან