ანი ზენაიშვილი - მედიატორი 2025 წლიდან
ამჟამად არის იურიდიული კომპანია შპს „მართალი“-ს ადვოკატი, მენტორი-ადვოკატი სამოქალაქო და ბავშვის უფლებათა სპეციალიზაციის განხრით. 2020 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2022 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის წევრი.

პროფესიით იურისტი ფლობს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მას რამდენჯერმე მოპოვებული აქვს პრეზიდენტისა და მერიის სტიპენდია.
ანის პროფესიული გამოცდილება სამართლის სფეროში უკავშირდება როგორც კერძო სექტორს, ასევე საჯარო დაწესებულებებს.
ანის 2024 წელს გავლილი აქვს მედიაციის (60-საათიანი) სასერთიფიკატო ტრენინგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში.
წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს მრავალ პროფესიულ კონფერენციასა და სემინარებში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.