ENG

მედიატორი

ანნა ლილუაშვილი

მედიატორი
სიითი N0226
სასამართლო მედიატორი
ანნა ლილუაშვილი - მედიატორი 2023 წლიდან 

საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 2018 წლიდან. იგი არის პრაქტიკოსი და კვალიფიციური ადვოკატი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატი 2019 წლიდან. ბავშვთა უფლებებში სპეციალიზირებული ადვოკატი 2020 წლიდან.

2018 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა, ბაკალავრი. 2021 წელს ასევე დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა, მაგისტრი.

2021-2023 წლებში წარმატებით გაიარა მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული მედიატორის სასერთიფიკატო პროგრამის კურსები. 2022 წლის 27 ივნისს გაიარა ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო აქტების შესახებ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი და გახდა საქართველოში რეგისტრირებულ 20 (ოც) სერტიფიცირებულ ადვოკატთა შორის ერთ-ერთი, რომელთაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ჰააგის ბავშვთა უფლებების კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ დავებში. 2015 წელს გახლდათ თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორი. 2016 წელს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაში - სტაჟიორი იურისტი. 2017 წელს ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის იურისტი. ასევე 2017 წელს საადვოკატო ბიურო „თქვენი ადვოკატი“ იურისტის თანაშემწე. 2017 წელს სტაჟიორი  „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი“-ში. 2018 წელს იურისტი „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისში“. 2018 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისში“. 2018 წლის 21 მაისიდან დღემდე ესთეტიკური ცენტრი „ორგანიქ ლაბის“ -  იურისტი. 2019 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 25 იანვრამდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში - „ახალგაზრდა ადვოკატთა პროფესიაში ინტეგრაციის კომიტეტის წევრი“. 2021 წლის 1 ივნისდან დღემდე  სამედიცინო მრავალპროფილური ცენტრ „სითი ლუქსის“ - იურისტი. 2021 წლიდან საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრი. 2022წლის 21 თებერვლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში - ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი“. 2022 წლის 18 აპრილიდან კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“-ის მთავარი იურისტი. 2023 წლის 18 სექტემბრიდან კაზინო „შანგრი ლა“ ბათუმის ფილიალის იურისტი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან