ENG

მედიატორი

ბაგრატ ფიფია

მედიატორი
სიითი 0172
სასამართლო მედიატორი
ბაგრატ ფიფია - მედიატორი 2023 წლიდან

სააქციო საზოგადოება სს „მისო ევრო კრედიტი“-ს პრობლემური აქტივების მართვის დირექტორი.

პროფესიით იურისტი. 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტის კვალიფიკაციით (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი).

2006 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. იყო არბიტრი რამდენიმე კერძო არბიტრაჟში. 
ბაგრატს გავლილი აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული „სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან“ აკრედიტებული, მედიაციის 70-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.

ბაგრატის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, ბიზნეს, საინვესტიციო, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2019 წლიდან დღემდე არის სააქციო საზოგადოება სს „მისო ევრო კრედიტი“-ს პრობლემური აქტივების მართის დირექტორი. სხვადასხვა დროს უმუშავია: სს „ფინკა ბანკი“-ს პრობლემური სესხების დეპარტამენტის უფროსად; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდის ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართლებრივი განყოფილების უფროსად; სახალახო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე; წლების მანძილზე იყო არაერთი პროექტის კოორდინატორი საერთაშორისო ორგანიზაციებსა (UNCHCR, NRC, EYF)და არასამთავრობო სექტორში („საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი“).

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
უკან