ENG

მედიატორი

ბეჟან ნემსაძე

მედიატორი
სიითი N0069
სასამართლო მედიატორი
ბეჟან ნემსაძე - მედიატორი 2022 წლიდან

ამჟამად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - ,,Black Sea Law Group’’-ის მმართველი პარტნიორი; მართლმსაჯულების სკოლა -  ,,თემიდას’’ - დამფუძნებელი/დირექტორი.

ბეჟანის პრაქტიკული საქმიანობის სფეროები: სამეწარმეო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვების სამართალი, საერთაშორისო ტრანზაქციები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები, საიმიგრაციო სამართალი, შრომის სამართალი, სამშენებლო სამართალი, საგადასახადო სამართალი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი.

პროფესიით იურისტი - ბიზნეს სამართლის სპეციალისტი, დაამთავრა  LLM/ თავისუფალი უნივერსიტეტის - free university ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა.2020 წელს ბეჟანს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (80 სთ), მხარდაჭერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრისა  (NCADR) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ.
 
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - ,,Black Sea Law Group’’-ის მმართველი პარტნიორი - 16/09/2020-დან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, სხდომის მდივანი - 02/07/2019 – 16/09/2020; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია,  სამართლებრივიდაორგანიზაციულიუზრუნველყოფისგანყოფილების სხდომის მდივანი - 03/07/2015 - 02/07/2019; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სტაჟიორი - 13/10/2014 – 03/07/2015; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია/თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარია, სტაჟიორი - 24/02/2014 - 13/10/2014.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან