ENG

მედიატორი

ბესარიონ ბოჭორიშვილი

მედიატორი
სიითი N0118
სასამართლო მედიატორი
ბესარიონ ბოჭორიშვილი - მედიატორი 2022 წლიდან.

საქმიანობის სფეროები: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია; სისხლის სამართალი; სამოქალაქო სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; მედიაცია.
მონაწილეობას ღებულობდა საკანონმდებლო პროექტების მომზადებაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში; გამოქვეყნებული აქვს სტატია დაზარალებულის სამართლებრივ საკითხებზე;

მუშაობდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის და ომის დანაშაულობების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის საკითხებზე; აწარმოებდა და გაგზავნილი აქვს საქმეები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში. აქვს იურიდიული სფეროს სხვადასხვა მიმართულებაში 27–მდე სერთიფიკატი, მათ შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეფასებები და დოკუმენტირება სტამბოლის ოქმის მიხედვით. გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის ქართული ფილოლოგიის მაგისტრი და იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრი;

სამუშაო ენები: ქართული, რუსული.
უკან