ENG

მედიატორი

დავით ასათიანი

მედიატორი
სიითი N0006
სასამართლო მედიატორი
დავით ასათიანი - მედიატორი 2012 წლიდან.

ამჟამად სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯომარე; Asatiani Law Partners-ის დამფუძნებელი პარტნიორი; ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მმართველი საბჭოს წევრი; თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანების (TURK-AV) ვიცე-პრეზიდენტი.
პროფესიით იურისტი/ეკონომისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დიპლომს; თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის იურისტი/ეკონომისტის დიპლომს.
2012 წლიდან დავითი არის - CEDR-ის აკრედიტირებული მედიატორი; ასევე 2012 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
დავითის სამედიაციო საქმეთა კატეგორია 2012 წლიდან არის: კომერციული, და საოჯახო სამართლის კატეგორიები; 2017 წლიდან - კერძო მედიაცია კომერციული სამართლის კატეგორიებში.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2005 წლიდან - დღემდე დავითი არის იურიდიული კომპანიის „ასათიანი და ადვოკატები“დამფუძნებელი პარტნიორი.
2008-2020 წწ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი CCBE-ში (ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების საბჭო); 2013-2017-(2006-2010) წწ - ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2007-2014 წწ. გამოცდილება ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ბელგიისა და სხვა ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემისა და იურიდიული პროფესიის მოწყობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
უკან