ENG

მედიატორი

დავით გვენეტაძე

მედიატორი
სიითი N0287
სასამართლო მედიატორი
დავით გვენეტაძე - მედიატორი 2024 წლიდან 

დავით გვენეტაძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორებში სამართლის სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; 2012-13 წლებში მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ადმინისტრაციულ-იურიდიულ დეპარტამენტში; 2014-2021 წლებში ახორციელებდა ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სამართლებრივ უზრუნველყოფას; 2022 წელს სტაჟირება გაიარა გერმანულ იურიდიულ ფირმებში Graf von Westphalen და Brödermann Jahn Rechtsanwaltsgesellschaft mbH, 2023-2024 წლებში დასაქმებული იყო სს საქართველოს ბანკის იურიდიულ განყოფილებაშიიურისტად.

დავით გვენეტაძე ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრისა და ბუცერიუსის სამართლის სკოლის (გერმანია) სამართლისა და ბიზნესის მაგისტრის ხარისებს. ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო-სამართლებრივისტატია, აგრეთვე ერთი საავტორო წიგნი. იგი არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

მისი სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: სამეწარმეო, შრომითი, ვალდებულებითი, სანივთო, სახელშეკრულებო დავები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან