დავით გვენეტაძე - მედიატორი 2024 წლიდან
დავით გვენეტაძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორებში სამართლის სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; 2012-13 წლებში მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ადმინისტრაციულ-იურიდიულ დეპარტამენტში; 2014-2021 წლებში ახორციელებდა ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სამართლებრივ უზრუნველყოფას; 2022 წელს სტაჟირება გაიარა გერმანულ იურიდიულ ფირმებში Graf von Westphalen და Brödermann Jahn Rechtsanwaltsgesellschaft mbH, 2023-2024 წლებში დასაქმებული იყო სს საქართველოს ბანკის იურიდიულ განყოფილებაში იურისტად. 2025 წლიდან დღემდე არის საკონსულტაციო ფირმა Orson Co-ს იურისტი.
დავით გვენეტაძე ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრისა და ბუცერიუსის სამართლის სკოლის (გერმანია) სამართლისა და ბიზნესის მაგისტრის ხარისებს. ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამართლებრივი სტატია, აგრეთვე ერთი საავტორო წიგნი.
იგი არის დავების განმხილველი ცენტრის (DRC) არბიტრი, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის (მედიატორი, სასამართლო მედიატორი), საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC YAAF ჯგუფის, ჰონგ-კონგის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის HK45 ჯგუფის, შვეიცარიის საარბიტრაჟო ასოციაციის B40 საზოგადოების, ახალგაზრდული საერთაშორისო საარბიტრაჟო ჯგუფის (YIAG), გერმანიის საარბიტრაჟო ინსტიტუტის DIS40 ჯგუფის, კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს Young ICCA ჯგუფის, იტალიის 40 წლამდელთა საარბიტრაჟო ასოციაციის, დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრის Y&I ჯგუფის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის WIPO ADR Young ჯგუფის, სინგაპურის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის Young SIAC ჯგუფის, ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრის ტრანსნაციონალური არბიტრაჟის ინსტიტუტის Young ITA ჯგუფის, ტაშკენტის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის TIAC45 ჯგუფის, ავსტრიის საარბიტრაჟო ასოციაციის YAAP ჯგუფისა და თანამედროვე არბიტრაჟის ინსტიტუტის Young IMA ჯგუფის წევრი.
მისი სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: ბიზნეს, შრომითი, ვალდებულებითი, სანივთო, სახელშეკრულებო დავები.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.