ENG

მედიატორი

დავით კეკენაძე

მედიატორი
სიითი N0225
სასამართლო მედიატორი
დავით კეკენაძე - მედიატორი 2023 წლიდან

დავით კეკენაძე არის პროფესიით იურისტი და მას 30 წელზე მეტი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, მათ შორის, დავითი წარმოადგენდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს, ქუთაისის საოლქო, საჩხერის, ზუგდიდის, ხელვაჩაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ და ბათუმისა და ფოთის საქალაქო სასამართლოებში მოსამართლეს.

მოსამართლეობასთან ერთად, დავითი წლების განმავლობაში ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ასწავლიდა თბილისის სახელმიწფო უნვიერსიტეტში, და ამჟამად ასწავლის ბათუმისა და გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში საოჯახო, მემკვიდრეობით და სხვადასხვა საგანს სახელშეკრულებო სამართალში. ასევე, დავითს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი და მონაწილეობა მიღებული 30-ზე მეტ კონფერენციასა და ტრენინგში.

უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვასთან და საადვოკატო საქმიანობასთან (სიითი N1037) ერთად, დავითი ასევე წარმოადგენს მედიატორს და ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის არბიტრს.

დავითის ინტერესის სფეროებია საოჯახო, მემკვიდრეობითი, სამეზობლო, კომერციული და სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობები.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული
უკან