ENG

მედიატორი

ეკატერინე ჯანაშია

მედიატორი
სიითი N0166
სასამართლო მედიატორი
ეკატერინე ჯანაშია - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად საგადასახადო კონსულტანტი საერთაშორისო კომპანია   Andersen Global-ის ქართულ წარმომადგენლობაში.

პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის დიპლომსა და თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს საკორპორაციო სამართლის (საგადასახადო სამართლის კონცენტრაციით) მიმართულებით. ამჟამად სწავლობს სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში ონლაინ სამაგისტრო კურსზე საგადასახადო სამართლის მიმართულებით.

2019 წლიდან ეკატერინეს გავლილი აქვს ედვარდსის მედიაციის აკადემიისა (EMA)და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის (GAM)ერთობლივი პროგრამა, მედიაციის (40 საათიანი) ტრენინგ კურსი.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, ეკატერინე 2022 წლიდან დღემდე არის საგადასახადო კონსულტანტი საერთაშორისო კომპანია   Andersen Global-ის ქართულ წარმომადგენლობაში. 2020-2022 წლებში მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოში. 2020 წელს იყო პრაქტიკანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან