ეკატერინე სამანიშვილი - მედიატორი 2023 წლიდან
20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის 13 წელი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
ეკატერინე ამჟამად მუშაობს სააქციო საზოგადოება „მისო ევრო კრედიტი“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
ეკატერინემ 1997 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა და ლიტერატურის ინსტიტუტი ფრანგული და ინგლისური ენების სპეციალისტის კვალიფიკაციით.(მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი) 2022 წელს გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან აკრედიტებული მედიაციის 60 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი; ასევე, გაიარა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორთა სერტიფიცირების სამივე საფეხური.
რაც შეეხება ეკატერინეს სამუშაო გამოცდილებას სხვადასხვა დროს უმუშავია: 2015-2017 წ.წ. შპს „ალბატროსში“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად; 2010-2015 წ.წ. შპს „გუდვილი“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერად; 2004-2010 წწ. სხვა მენეჯერულ პოზიციებზე ამავე ორგანიზაციაში.
ეკატერინეს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ბიზნეს, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული