ENG

მედიატორი

ეკატერინე სოლოღაშვილი

მედიატორი
სიითი N0212
სასამართლო მედიატორი
ეკატერინე სოლოღაშვილი - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად არის, ა(ა)იპ იურიდიული კლინიკა "ჩემი ადვოკატი"-ს ტრენერი ადვოკატი. ა(ა)იპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში", მიწვეული სპეციალისტი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სამოქალაქო კომიტეტის წევრი. საქართველოს ადვოკატთა ასციაციაში პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის ტრენერი/ ლექტორი.

პროფესიით იურისტი, ფლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს (მაგისტრთან გათანაბრებული). ადვოკატი საერთო სპეციალობით, დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება სისხლი სამართლის სპეციალიზაციაში და ბავშვთა უფლებები სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში.

ეკატერინეს გავლილი აქვს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული მედიაციის (60-საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგი (NCADR/TSU). წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამსაფეხურიანი პროგრამა.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სასერტიფიკატო ტრენინგი, წარმომადგენლობა მედიაციაში (NCADR/TSU). საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრეინინგი ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში“  (USAID).

ეკატერინე იყო 2002-2003 თავისუფალი მსმენელი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; 2007-2008 წლებში სტაჟიორი, კავშირი " კონსტიტუციის 42-ე მუხლი"; 2009-2010 წლებში ა(ა)იპ " ადამიანის უფლებები პრიორიტეტი" ტრენერი, ადვოკატი; 2011-2013 წლებში "უფასო იურიდიული დახმარების აღმოჩენა თბილისის ყველაზე მოწყვლადი ფენებისათვის" ადვოკატი (GTZ); 2011-2018 წლებში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების კლინიკაში მიწვეული სპეციალისტი; 2020-2021 წლებში ახორციელებდა კომერციული კატეგორიის დავებზე სამოქალაქო პროცესების მონიტორს, (ა(ა)იპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი";(UNDP; GTZ).


სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან